Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
27-09-2014, 13:41
ნანახია: 910

ვლადიმირ პუტინი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს

   ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთვის მიწერილ წერილში ვლადიმერ პუტინი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ზომებით იმუქრება. განცხადება  ამის შესახებ  ევროკომისიის პრესმდივანმა პია ჰანსენმა გააკეთა.

 

  ჰანსენის თქმით, ბრიუსელი უახლოეს ხანებში გადაწყვეტს, როგორ უპასუხოს პუტინის ამ მოთხოვნას.

 

  უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 16 სექტემბერს განხორციელდა და 1 ნოემბრიდან შედის ძალაში.

 

  კიევს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირმა და უკრაინამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადადეს.