დავით უსუფაშვილი: ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ!

დავით უსუფაშვილი: ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ!

   ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. უსუფაშვილის თქმით "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმთან დაკავშირებით, იყოს ადეკვატური":

 

  "როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარშემო, საკმაოდ დინამიური ვითარებაა. მოგეხსენებათ რაც ხდება ჩვენს სამეზობლოში. ამ ყველაფერს სჭირდება ჩვენი მხრიდან ადეკვატური რეაგირება, ისე რომ არ დავკარგოთ ჩვენი სტრატეგიული ხაზი და ჩვენი სტრატეგიული გეგმა. ამიტომ პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ საკანონმდებლო ბაზა იყოს ადეკვატური მათ შორის საოკუპაციო რეჟიმთან დაკავშირებით. ეს რეჟიმი იმიტომაცაა შემოღებული, რომ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი. ამიტომ ის ცვლილებები, რაც საჭიროა, იქნება და ჩვენ ამას გავაკეთებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. თუმცა კიდევ გავიმეორებ, ეს მოხდება ისე, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ სტრატეგიული ხაზიდან - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენეტიტეტი, ეს იქნება ის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: