ფიქრია ჩიხრაძე: პოლიტიკას სისხლიანი გარჩევები არ სჭირდება!

ფიქრია ჩიხრაძე: პოლიტიკას სისხლიანი გარჩევები არ სჭირდება!

  "ახალი მემარჯვენეების"  ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე თვლის, რომ  "თავისუფალ ზონასა" და "თავისუფალ თაობას" შორის მომხდარი დაპირისპირება სამართალდამცავი სტრუქტურების განხილვის საგანი უნდა გახდეს.


  "არ ვიცი, ვინ იყო ამ დაპირისპირების ინიციატორი. პოლიტიკური დაპირისპირების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადატანა დიდი უპასუხისმგებლობაა. პოლიტიკური მრწამსის გამო ცემა-ტყეპა ძალიან ცუდი მიმართულებით წაიყვანს საქართველოს!"- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

  ჩიხრაძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ ამ ფორმით ურთიერთდაპირისპირება შეწყვიტონ.

  "პოლიტიკურ დაპირისპირებას თავისი ფორმები აქვს და ჯობს, ეს ფორმები გამოიყენოთ. პოლიტიკას სისხლიანი გარჩევები არ სჭირდება. ის, რასაც აკეთებთ, შესაძლოა,  სამოქალაქო დაპირისპირების საფუძველი  გახდეს!"-აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: