გიორგი მარგველაშვილი: დაუშვებელია ახალგაზრდების პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩაბმა!

გიორგი მარგველაშვილი: დაუშვებელია ახალგაზრდების  პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩაბმა!

  საქართველოს პრეზიდენტი "თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

  როგორც გიორგი მარგველაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკურ, ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე შუღლი ყოვლად მიუღებელია

  "მინდა გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ინციდენტს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დემოკრატიული ქვეყნისა და საზოგადოების პრინციპებს. პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ საფუძველზე, ასევე განსხვავებული მოსაზრებების გამო შუღლი ყოვლად მიუღებელია. ამ სისტემას ვამსხვრევდით წლების განმავლობაში და მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა ხდებოდეს, მით უფრო, დაუშვებელია ახალგაზრდების ჩაბმა პოლიტიკურ დაპირისპირებაში.

  იმედი მაქვს, აღნიშნულ ფაქტს სწრაფად მოყვება სათანადო რეაგირება და სამართალდამცავი სტრუქტურები სამართლიანად გამოიძიებს მომხდარს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ხოლო პოლიტიკოსებმა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: