დავით საგანელიძე: აღარ გვაქვს ძალადობისა და ტერორის ქვეყანა!

დავით საგანელიძე: აღარ გვაქვს ძალადობისა და ტერორის ქვეყანა!

  უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც ხელისუფლების შეცვლას მოჰყვა. მისი თქმით, საზოგადოებას სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ნდობა გაუჩნდა.

 

  "გაცინებულ ადამიანს ვეღარ ვხედავდი ჩემს ქვეყანაში. ადამიანების განწყობა შეიცვალა, იმედი და ხალისი აღარაფრისა არსებობდა, არც იმის იმედი ჰქონდათ, რომ 2012 წლის ოქტრომბერში დამთავრდებოდა ის ჯოჯოხეთი, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ - ტყუილის, ძალადობისა და  ტერორის ქვეყანა. დღეს აღარავის ეშინია.
  რასაც ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი, ესაა ადამიანების გაღიმებული სახეები, თუმცა დიდ ნაწილს პრობლემები ისევ აქვს, უმუშევრობა ისევ არსებობს, არსებობს იპოთეკარების პრობლემაც, ჯანდაცვაშიც კიდევ არის გასაკეთებელი. თუმცა იმედი და ნდობა გაჩნდა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ,"- აღნიშნა საგანელიძემ "იმედის" ეთერში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: