Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
2-10-2014, 06:31
ნანახია: 604

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუცია გავიდა

   ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის კენჭისყრას ესწრებოდა, "ფეისბუქში" წერს, რომ რეზოლუცია გავიდა.

  ქარდავას ინფორმაციით, რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილზე ჩანაწერი არ გავიდა.

 

  "რეზოლუციაში არ იქნება საუბარი ყოფილ პრემიერზე, როგორც არაფორმალურ მმართველზე." - წერს ქარდავა.

  შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებული ანგარიშის უკან გაწვევას. დეპუტატების უმრავლესობამ დოკუმენტის უკან გაწვევას მხარი არ დაუჭირა.