ეკა ბესელია: ტყუილად ჟრიამულობენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები!

ეკა ბესელია: ტყუილად ჟრიამულობენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები!

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია  ევროსაბჭოს მიერ  საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას ეხმაურება. 

  "სულ ტყუილად  ჟრიამულობენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არ არის სახალისო ის, რომ, ერთი მხრივ, ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ის, რასაც ისინი აკეთებენ მათი მეგობარი პოლიტიკური ორგანიზაციის, EPP-ის   მხარდაჭრით, ეს არ არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯები.

  ყოფილი თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეებზე რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, ამის მითითებას და წინასწარ დავალებას ვერ მისცემს ვერავინ",-აცხადებს ბესელია.

  ცნობისთვის, ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. 103 მომხრე, 27 წინააღმდეგი  -  რეზოლუცია  ამ შედეგით დაამტკიცეს. ევროსაბჭომ მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი მხოლოდ ერთი ცვლილებით მიიღო. ეს ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხს ეხება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც ერევა მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში. 

  საბოლოოდ, ეს ნაწილი დოკუმენტში აღარ არის.

  დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ხელისუფლებას მიმართავს ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით შეცვალოს. რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სამართლებრივ დევნასა და ქონების დაყადაღებაზე, ასევე ხელისუფლების მაღალ შტოებს შორის დაპირისპირებაზეა საუბარი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: