Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
5-11-2012, 13:14
ნანახია: 778

სოზარ სუბარი: დღეიდან ყველა კანონდამრღვევი მკაცრად დაისჯება!

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი ციხეებში შექმნილ ვითარებას ყოფილ ხელისუფლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ დღეიდან ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება.


"ყველაზე სუსტი წერტილი იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებები და სწორედ იქიდან დაიწყო ყოფილმა ხელისუფლებამ ზეწოლები. მათ აქვთ არეულობების გარკვეული ბერკეტები და ამას იყენებენ, თუმცა ყველაფერი კონტროლს აბსოლუტურად ექვემდებარება. ამ დღეებში გამოვლინდა ერთი რამ – მაშინ, როცა გარეთ იყო ხმაური და ამტკიცებდნენ, რომ შიგნით სპეცრაზმია შესული და პატიმრებს სცემენ, სინამდვილეში მსგავსი არაფერი ხდებოდა და ციხეში აბსოლუტური სიწყნარე იყო. გარეთ კი   ვითარების შეგნებული დაძაბვა ხდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების სამინისტროში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, ახალ ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება არ ჰქონოდა, თუმცა დღეიდან გატარებული იქნება ყველა ნორმა, რაც კანონშია გაწერილი. უფრო კონკრეტულად, ორთაჭალის #1 დაწესებულებაში გუშინწინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე ექვსი მსჯავრდებულის მიმართ, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს. ექვსივე მათგანი დაისჯება. რაც შეეხება ქსანში წუხელ მომხდარ ფაქტს, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს და იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა ამ საქმეზეც დავიწყეთ და მასალები შსს-ს გადაეცა. ყველა პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს,  მკაცრი ზომები გატარდება, მათ შორის დაისჯება ყველა ის ადამიანიც, რომელიც იგივეს გამეორებას გარეთ ეცდება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.