Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
3-10-2014, 22:40
ნანახია: 618

გიორგი მარგველაშვილი: დაუშვებლად მიმაჩნია, დემოკრატიულ საზოგადოებაში საქმე ქუჩაში  გაარჩიონ!

   საქართველოს პრეზიდენტი "თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილი დაპირისპირებულ მხარეებს საკითხის დეესკალაციისკენ, პოლიტიკოსებს კი პროცესების გამიჯვნისკენ მოუწოდებს.

"მე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, რაც შეიძლება უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესს და მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია. იმიტომ, რომ იქ არ არიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთი ან მეორე მხრიდან, არამედ არიან ჩართული პოლიტიკოსებიც.

მე მოვუწოდე ყველა მხარეს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე მოვუწოდე სამართალდამცავ ორგანოებს, ვითარების პოლიტიკური სირთულიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ ეს საკითხები.

მე აბსოლუტურად დაუშვებლად მიმაჩნია დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ღიაა მედიარესურსები, საქმე გაარჩიონ ქუჩაში მუშტი-კრივის მეთოდებით. ამისთვის არსებობს გადაცემები, ამისთვის არსებობს პრესა",–განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისათვის, გუშინ, "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა "თავისუფალი ზონის" ოფისთან აქცია გამართეს. ისინი ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ და "თავისუფალი ზონის" გაუქმებას მოითხოვდნენ.