მწერალთა სახლი პოეტ ვალერიუ ბუტულესკუს უმასპინძლებს

მწერალთა სახლი პოეტ ვალერიუ ბუტულესკუს უმასპინძლებს

 დღეს 19.00 გამომცემლობა "ჩუბინი" და მწერალთა სახლი ცნობილ რუმინელ პოეტ ვალერიუ ბუტულესკუს უმასპინძლებს. ამავე დღეს ჰაიმართება პოეტის წიგნის ,,ქვიშის ოაზისების" პრეზენტაციაზე.


  ვალერიუ ბუტულესკუ პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი და პოლიტიკური მოღვაწეა. ის დაიბადა 1953 წლის 9 თებერვალს რუმინეთში, ქ. პეტროშანში. ვ. ბუტულესკუ ერთ-ერთი საზოგადო მოღვაწეა, რომელიც 1989 წლის რევოლუციის დროს ჩაერთო რუმინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და 90-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ამ დროს ის პარლამენტში დეპუტატად აირჩიეს, სადაც 1990 წლიდან კულტურის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1991 წელს მეტალურგიულ კომისიას თავმჯდომარეობდა.


  პირველი ლექსები და აფორიზმები ვ. ბუტულესკუმ ჯერ კიდევ ლიცეუმში სწავლისას გამოაქვეყნა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან ერთ-ერთ რუმინულ გაზეთში დაიწყო მუშაობა. ამ დროისათვის მისი შემოქმედება უკვე საზღვარგარეთის გაზეთებსა და ჟურნალებშიც იბეჭდებოდა. იგი მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. პირველი ჯილდო "ოქროს ლამპარი" პოეზიისათვის 1980 წელს მიიღო, პოეზიის ფესტივალზე "ყურის სიმღერა" .
ვ. ბუტულესკუს პიესები 1993 წლიდან დღემდე წარმატებით იდგმება რუმინული თეატრი სცენაზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: