Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
6-10-2014, 14:56
ნანახია: 1012

რატომ დაბლოკა განათლების სამინისტრომ „ივერიონი“ თბილისის საჯარო სკოლებში?!

მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სააგენტო ,,ივერიონმა“ 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგის, დავით ფერაძის განათლების მინისტრისადმი მიმართვა გამოაქვეყნა, საქართველოს საჯარო სკოლების ინტერნეტიდან ,,ივერიონთან“ წვდომა შეუძლებელია.

,,ივერიონს“ აღნიშნული ინფორმაცია თავად დავით ფერაძემ მიაწოდა თან დასძინა:


„როგორც კი ჩემი მიმართვა გამოქვეყნდა, ამის შესახებ ყველა პედაგოგმა შეიტყო, დიდი გამოხმაურებაც  მოჰყვა.  ეს ფაქტი კარგად შეაფასა განათლების სამინისტრომ და  განათლების ხარისხის მართვის სამსახურმა დაბლოკა ,,ივერიონიც“ და საგანმანათლებლო გვერდი aris.ge-ც, რომელმაც ჩემი მიმართვა ,,ივერიონზე“ დაყრდნობით გაავრცელა.


სკოლების ინტერნეტიდან ამ გვერდებზე წვდომა შეუძლებელია და გვიწერს კიდეც, რომ წვდომა აკრძალულია აკრძალული ფრაზების გამო. ეს ფრაზები ჩემი სახელი და გვარია, ალბათ.


კანონში წერია, რომ არავის აქვს უფლება შეზღუდოს თავისუფალი აზრი და მოახდინოს საინფორმაციო საშუალებების მონოპოლიზაცია. არადა, ამას ზედმიწევნით ახორციელებს განათლების სამინისტრო.


ჩემი თავდაპირველი მოთხოვნა ასეთი იყო: ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ ,,პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრთან“, რომელშიც 150 სკოლის 150 პედაგოგია გაერთიანებული, შეეჯერებინა განათლების სამინისტროს თავისი გადაწყვეტილებები, რადგან, ჩვენ კარგად გვესმის საგანმანათლებლო საჭიროებები.  მან ეს არ მოისურვა. ჩვენი მოთმინებს ფიალა მაშინ აივსო, როცა საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში შეხვედრისას თამარ სანიკიძეს პედაგოგთა ხელფასების გაზრდის შესახებ ვკითხე და მან ასე მიასუხა, ჯერ პროფესიონალიზმი აიმაღლეთ ქართველმა პედაგოგებმა და ხელფასების მომატებაზე მერე ვისაუბროთო. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენ შორის ის, რაც დაიწყო!


მე ვაგრძელებ ბრძოლას. 3-დღიანი გამაფრთხილებელი, ევროპაში მიღებული ერთკაციანი აქციის შემდეგ, გადავდივარ სხვა ბრძოლაზე“- ამბობს „ივერიონთან“ საუბარში დავით ფერაძემ.