Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
6-10-2014, 15:02
ნანახია: 617

საქართველოში ებოლას ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში ებოლას ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, საზღვრის კვეთისას მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებზე ეპიდმეთვალყურეობა ხორციელდება.

 

   მინისტრის თქმით ყველა ქვეყანასთან ერთად საქართველომაც მიიღო კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა იმოქმედოს აღნიშნული ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში.


  "ებოლას ეპიდემია, რომელიც დასავლეთ აფრიკაში არის გავრცელებული, გამოცხადდა გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ყველა სახელმწიფომ მიიღო კონკრეტული დავალება და სამოქმედო გეგმა, რომ ჰქონდეს მზადყოფნა, თუ ასეთი დაავადება დაფიქსირდება. გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველო აქტიურად მონაწილეობს გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების კონცეფციაში და შესაბისად, ჩვენც ჩვენი სამოქმედო გეგმა წარვადგინეთ, ანუ საჭიროების შემთხვევაში, როგორ გავაკეთოთ მაქსიმალურად დაცვა. იმედია, ეს არ დაგვჭირდება", - განაცხადა სერგეენკომ.