"სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" და "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" პრეზენტაცია გაიმართა

"სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" და "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" პრეზენტაცია გაიმართა

  ორგანიზაცია "მოქალაქემ" ორი პროექტის - "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" და "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ორგანიზაციის დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

  პროექტები ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას, ქვეყნის განვითარების თუ მართვის პროცესში მათ აქტიურ ჩართვას და თანამონაწილეობას ემსახურება.


  "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული აქტიური და პასუხიმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რეგისტრაცია კი დაიწყება 7 ოქტომბერს და გაგრძელდება 31 ოქტომბრის ჩათვლით. მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას. პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეოლექციების კურსი "სამაგალითო ადამიანები". ლექციების მიზანია, ახალგაზრდებს გააცნოს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ადამიანების ისტორიები, რომელთა ცხოვრებაც სხვადასხვა ეპოქაში მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და ღირებულებების უპირობო დაცვისა და თავგანწირვის მაგალითებს წარმოადგენს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: