ლევან იზორია: მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს!

ლევან იზორია: მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს!

  შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით,  მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს. იზორიას განმარტებით, აღნიშნული შენობა იძლევა იმის საფუძველს, რომ გამოვლენილი არალეგალი აქ დროებით განთავსდეს და შემდეგ უკვე გაძევების შესახებ სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს.

  "როდესაც პიროვნება - ლაპარაკია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, კანონს უკვე არღვევს და შესაბამისად, სახელმწიფო სტრუქტურებმა რეაგირება უნდა მოახდინონ. ეს არის ევროპული სტანდარტი. ამას ითვალისწინებს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და შესაბამისად, ეს ვალდებულება, რაც ქვეყანამ იკისრა,  ღირსეულად შეასრულა. აქამდე კი ეს პროცესი იყო რეგულაციის მიღმა დატოვებული. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ძალიან ბევრია საქართველოში სწორედ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა უწინ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მათი გამოვლენა მომხდარიყო. ვთქვათ, განთავსება დროებით და შემდეგ, როგორც ამას სამართლებრივი პროცედურები ითხოვს - გაძევებაც. სწორედ ეს ცენტრი,  რომელიც მართლაც, რომ ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს და მეტსაც ვიტყოდი, ჩვენ რამდენიმე ევროპის ქვეყანა მოვინახულეთ და აქ მდგომარეობა რაც გვაქვს, იმ მდგომარეობას არაფრით არ ჩამოუვარდება, მეტიც კი - უკეთესი მდგომარეობაა. ეს შენობა იძლევა უკვე იმის საფუძველს, რომ გამოვლენილი არალეგალი განთავსდეს დროებით და შემდეგ უკვე მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: