Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
9-10-2014, 12:44
ნანახია: 7013

ირაკლი ალასანია: NATO-ს ინფრასტრუქტურა საქართველოში შეიქმნება!

  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს. მისი თქმით,  NATO-ს ინფრასტრუქტურა საქართველოში აუცილებლად შეიქმნება.

  "მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ NATO-ს ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ეს არის NATO-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმება. საქართველო-NATO-ს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენს ქვეყანაში გაიხსნას NATO-ს ინფრასტრუქტურა, ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნა და ამით ავამაღლოთ როგორც შეკავების ფაქტორი იმ აგრესიისა, რომელიც რუსეთიდან მოდის. ასევე ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ეს არის გადაწყვტილი. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს რეგიონში, ჩვენ ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებას. ძლიერი საქართველო არის იგივე ძლიერი სტაბილურობის კონტრიბუტორი. რაც შეეხება საფრთხეებს, ყველაზე დიდ საფრთხეს რეგიონისთვის წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩვენს ქვეყანაში და მიმდინარე აგრესია, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ხორციელდება",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.