კლასიკური მუსიკის კონცერტი ქუთაისში

კლასიკური მუსიკის კონცერტი ქუთაისში

    2014 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ტარდება კლასიკური მუსიკის კონცერტი.

ალექსანდრე აბაშიძის მიერ შესრულებული იქნება ბახის, მოცარტის, ლისტისა და რახმანინოვის ნაწარმოებები.

   პიანისტი ალექსანდრე (ლექსო) აბაშიძე 2007 წლიდან ცხოვრობს ქალაქ ბერლინში და ეწევა როგორც შემოქმედებით, ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას.

კონცერტში მონაწილეობს ნატა მეცხოვრიშვილი, რომელიც პედაგოგიურ და საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა ზ. ფალიაშვილის სახელობის ქართულ სამუსიკო გიმნაზიაში და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ სემინარიაში.

   მსმენელს გელოდებათ დიდი სიამოვნება.

   დასაწყისი 18:00 საათი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: