Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
13-10-2014, 13:22
ნანახია: 1241

ნიკოლოზ მჟავანაძე: გიორგი ტუღუში

  "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე   საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს  ხელისუფლების წინააღმდეგ  მოქმედებებში ადანაშაულებს. აღნიშნული განცხადება  მჟავანაძემ "რეპორიტორის" პრესკლუბში გამართულ პრეკონფენერციაზე გააკეთა.

 

  "ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი და "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრი   გიორგი ტუღუში 2013 წლის 19 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ   ევროსაბჭოში საქართველოს სახელით წარდგენილ იქნა რასიზმისა და შეუწყნარებლობის შესახებ კომისიაში და იგი დღესაც აგრძელებს იქ მუშაობას. რატომ უკვირს ვინმეს, როცა ევროსაბჭო იღებს საქართველოსთვის არცთუ ისე სასიამოვნო გადაწყვეტილებებს? გიორგი ტუღუში ახმოვანებს  ნაციონალების ინტერებს,  დღენიადაგ იმის მტკიცებაშია, რომ საქართველოს ციხეებში კატასტროფული მდგომარეობაა, რომ კრიმინალმა მოიცვა ქვეყანა და ა.შ.  დარწმუნებულნი ვართ, მსგავსი ტიპის ინფორმაციებს აწვდის ის ჩვენს უცხოელ მეგობრებსაც, რომლებიც შემდგომ ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით აკეთებენ  ქვეყნისთვის არცთუ ისე სასიამოვნო განცხადებებს და იღებენ სხვადასხვა დოკუმენტებს.

 

  მე ვუსვამ კითხვას ფანჯიკიძეს - რატომ მოახდინა მისმა უწყებამ გიორგი ტუღუშის ევროსაბჭოში გაგზავნა? ეს არის შეცდომა მათი მხრიდან თუ ღალატი?

 

  ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რიგი  საელჩოებიც მსგავსი ტიპის ადამიანებით არიან დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ადეკვატური ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესები უახლოეს პერიოდში საგრძნობლად დაზიანდება", -განაცხადა მჟავანაძემ.