Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
5-11-2012, 19:06
ნანახია: 895

პარლამენტში ნიგვზიანის ინცინდენტი განიხილეს

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.  განხილვაში როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ.

 

კომიტეტის სხდომას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ნიგვზიანის მოსახლეობა და მუსლიმანთა მუფტი ჯემალ პაქსაძეც დაესწრო. აღნიშნული შეხვედრა ორი დღის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა. მხარეებმა კომენტარები უკვე გააკეთეს. 

 

მურმან დუმბაძის განცხადებით, მართლმადიდებელმა მრევლმა ამ თემით პროვოცირება უნდა შეწყვიტოს. "ყველას აქვს რწმენის თავისუფლება და ამას კონსტიტუცია უზრუნველყოფს. რაც შეეხება შეთანხმებას, ის მიღწეულია - შენარჩუნდება მუსლიმანთა არსებული სამლოცველო, რაც შეეხება მეჩეთის მშენებლობას, ის არ იგეგმება", - ამბობს დუმბაძე.

 

არსებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკა ბესელიამაც, მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საპარლამენტო კონტროლის გზით უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით მინიჭებული სიკეთე.

 

შეხვედრიდან უკმაყოფილო გამოვიდა ჩიორა თაქთაქიშვილი. მან კითხვით მიმართა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს: საინტერესოა, როგორ მოახერხებენ რელიგიული შუღლის აღმოფხვრას? ჩიორა თაქთაქიშვილი ერთ-ერთ  არგუმენტად კონკრეტული პირების მიმართ გარკვეული ზომების გატარებას მოითხოვს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ  ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებში.

 

მუსლიმანთა მუფტმა აკურთხა როგორც საკუთარი,  ისე მართლმადიდებელი მრევლი. 

 

რაც შეეხება საპატრიარქოს, ამ საკითხთან დაკავშირებით მას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. 

 

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივ მოსახლეობასა და იქ აჭარიდან ჩასახელბულ მუსულმანებს შორის ურთიერთობა რელიგიურ ნიადაგზე 2 ნოემბერს დაიძაბა. ადგილობრივები მუსულმანებს სოფელში მეჩეთის აშენების საშუალებას არ აძლევენ.