კახა კახიშვილი: ერთხელ და სამუდამოდ ევროპული ტიპის პენიტენციარული დაწესებულება უნდა შევქმნათ!

კახა კახიშვილი: ერთხელ და სამუდამოდ ევროპული ტიპის პენიტენციარული დაწესებულება უნდა შევქმნათ!

  "სანამ გადაწყვეტილება მივიღე აქ მოსვლის თაობაზე, დეპრესიაშიც კი ვიყავი", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის  მოადგილემ, კახა კახიშვილმა.

  კახა კახიშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.


  "მადლობა, ბატონო მინისტრო, იმ ნდობისთვის, რომელიც თქვენ გამოხატეთ ჩემს მიმართ. ეს არის უმძიმესი სფერო, სიმართლე გითხრათ, ერთი პერიოდი დეპრესიაშიც კი ვიყავი, სანამ გადაწყვეტილება მივიღე აქ მოსვლის თაობაზე, ვინაიდან ვიცი, რა სისტემაა, მაგრამ მეორე მხრივ, ვიფიქრე, რომ თუ შენ არ შეიტანე შენი წვლილი რეფორმაში, მხოლოდ საუბარი დიდხანს ვერ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, იქ კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ამ სამინისტროს ვაკრიტიკებდი, ამიტომ რასაც იქ ვაკრიტიკებდი, მინდა, რომ მინისტრთან და მთავრობის გუნდთან ერთად აქ განვახორციელოთ და ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ევროპული ტიპის პენიტენციარული დაწესებულება და პრობაციის სამსახური. ვინაიდან ძირითადად ის სისტემა, რა სისტემაც დღეს არის, აწყობილია კომუნისტურ პერიოდზე. სამწუხაროდ, მისი ადაპტაცია და ევროპულ სტანდარტამდე მიყვანა ვერ მოხდა დიდი ხნის განმავლობაში. ბატონმა მინისტრმა და პრემიერმა დაგეგმეს ეს რეფორმა და მე პატივი მერგო, ამ რეფორმის განხორციელებაში ჩემი წვლილი შევიტანო. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე თანამდებობა, რომ მომილოცეს, ვიფიქრე, რომ მოსალოცი კი არა, გასაზიარებელი უფროა, მაგრამ არის რაღაც მომენტი ცხოვრებაში,როდესაც უნდა გადადგა ნაბიჯი",-განაცხადა კახა კახიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: