მიხეილ სააკაშვილი: ქართული სასამართლო შურიძიებითაა მოტივირებული!

მიხეილ სააკაშვილი:  ქართული სასამართლო შურიძიებითაა მოტივირებული!

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და ოპოზიციის აქციების ჩახშობაში ადანაშაულებს

დენიელ მაკლაფლინი

(შემოკლებით)

 

მას სურდა, რომ ხალხს იგი თანამედროვე დავით აღმაშენებელივით დაემახსოვრებინა და ჰყვარებოდა -  შუა საუკუნეების ქართველი მეფესავით, რომლის მმართველობამ საქართველოს ოქროს ხანა მოუტანა... მაგრამ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა არასწორი გზა აიჩია, როცა მოისურვა მისი წმინდა შთამომავალი ყოფილიყო.

 

ვარდების მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერს, საქართველოს პროდასავლური ისტორიული მიმართულების ნავიგატორს, კავკასიაში  აშშ-ის მხადაჭერის ჩემპიონს, დღეს მხოლოდ „ნებაყოფლობითი გადასახლებიდან“ შეუძლია უყუროს, როგორ აყადაღებენ მის ქონებას, როგორც უარყოფენ მის მემკვიდრეობას, როგორ აპატიმრებენ მის მხარდაჭერებს. ახლა პროკურატურა მასაც მისწვდა და აცხადებს, რომ მან სახელმწიფო ხაზინიდან დაახლოებით 5 მილიონი დოლარი გაფლანგა მოგზაურობებში, ძვირფას ტანსაცმელში, საათებსა და საჩუქრებში, მასაჟებსა და ბოტოქსების გაკეთებაში. თუმცა ეს არაფერია იმ  უფრო სერიოზული ბრალდებთან შედარებით, რაც მას აქვს წაყენებული - 2004-1013 წლებში საქართველოს ლიდერმა უკანონოდ დაარბია ოპოზიციური საპროტესტო აქციები, ასევე უკანონოდ მიიტაცა ოპოზიციური სატელევიზიო კომპანია... გარდა ამისა, მას ბრალი მიუძღვის ოპოზიციური პოლიტიკოსის ცემაში, რომელმაც გაბედა და მისი ცხოვრების წესი გააკრიტიკა.

 

ბრალდებების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რაც ლაქას წარმოადგენს დასავლეთისთვის საყვარელი, აქტიური, პოპულარული, ახალგაზრდა „თავისუფლებისმოყვარე“ ადამიანისთვის, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო.

 

ძველი საბჭოთა გვარდიის დამხობის [ხელისუფლებიდან ჩამოშორების] შემდეგ, 2003 წლის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილმა მართლაც შეცვალა ქართული ცხოვრების ბევრი ასპექტი: აღმოფხვრა დანაშაულობა, წვრილმანი კორუფცია და ბიუროკრატიზმი, კარი გაუღო უცხოურ ინვესტიციებს და ტურიზმს, აშენებდა ახალ თანამედროვე შენობებს - მაშინაც კი, როცა ეს ზოგჯერ არაპოპულარულიც იყო.

 

მაგრამ ბევრ ქართველს სერიოზული მიზეზი ჰქონდა იმისთვის, რომ ორი წლის წინათ მიხეილ სააკაშვილის პარტიას ხმა აღარ მისცეს და უარყვეს მის მიერ შერჩეული კანდიდატურა გასულ წელს ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების დროს.

 

მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული აგრეთვე ხანმოკლე, მაგრამ საქართველოსთვის კატასტროფული შედეგების მომტანი ომის გაჩაღებაში რუსეთთან, 2008 წელს; მაღალი დონის „ნათლიმამობისათვის“ სახელმწიფო სტრუქტურებში, პოლიციის მკაცრ მოქმედებაში, ხელისუფლების კონცენტრირებაში, რომელსაც იგი განსხვავებული აზროვნების ჩასახშობად იყენებდა.

 

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც პროდასავლურია, მაგრამ რუსეთის მიმართ უფრო ზომიერი დამოკიდებულება აქვს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს, მიიჩნევს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა მხარდამჭერებმა სამართლიანი სასჯელი დაიმსახურეს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მიერ.

 

თავისი ახალი საცხოვრებელი ადგილიდან, რომელიც ნიუ-იორკშია, ბრუკლინში, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი და მისი [მთავრობის] ყოფილი მინისტრები, რომლებიც უკვე მსჯავრდებულნია ან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, უბოროტესი მტრის, მილიარდერი ოლიგარქის მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნის მსხვერპლს წარმოადგენენ.

 

საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის რეფორმებს და მის ბევრ პროექტს საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდა, შემდეგ კი იმედი გაუცრუვდა და პოლიტიკაში მხოლოდ ერთადერთი მიზნით მოვიდა - ხელისუფლებიდან პრეზიდენტის გასაძევებლად.

 

თავისი პარტიის - „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბებიდან სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ მმართველი პარტია - მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში დაამარცხა და პრემიერ-მინისტრი გახდა.

გასული წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის ორი ვადის გასვლის შემდეგ, თანამდებობა დატოვა და პრეზიდენტის პოსტი ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეულმა მემკვიდრემ დაიკავა. სამი დღის შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილმაც დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და ამ ადგილზე თავისი პროტეჟე დანიშნა, თან განაცხადა, რომ მან უკვე დაამყარა დემოკრატია  და ახლა დროა პოლიტიკა დატოვოს და ყურადღება სამოქალაქო საზოგადოების პროექტებზე გადაიტანოს.

 

თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერების აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მართვას მარიონეტული პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მეშვეობით და თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას ახორციელებს.

 

„ირიშ თაიმსი“ (ირლანდია), 2014 წელი

http://www.irishtimes.com/news/world/europe/saakashvili-says-georgian-trials-motivated-by-revenge-1.1959709

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: