რომან გოცირიძე: სოციალური ქსელი ხელისუფლების კონტროლის ფორმა ხდება!

რომან გოცირიძე: სოციალური ქსელი ხელისუფლების კონტროლის  ფორმა ხდება!

  სოციალური ქსელები ხელისუფლების კონტროლის ერთ-ერთი სერიოზული ფორმა ხდება. აღნიშნულ განცხადებას ეკონომისტი რომან გოცირიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს.

 

  "ფეისბუქი ( ტვიტერი და ა. შ. ) ნელ- ნელა ხდება ხელისუფლების კონტროლის ერთ-ერთი სერიოზული ფორმა. განსაკუთრებით საქართველოში და მსგავს ნახევრადდემოკრატიულ ქვეყნებში. ყველაზე სწრაფი, უცენზურო, მრავალფეროვანი.  მრავალათასიანი "სამოქალაქო ჟურნალისტების" ყოველდღიური წნეხი ჩინოვნიკებზე და სახელისუფლო სტრუქტურებზე.

  სოციალური ქსელის არსებობა ასუსტებს ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზემოქმედების სურვილს, რადგან იქმნება ისეთი ალტერნატივები, რომლებსაც ძნელად (ან ვერც) გააკონტროლებ", - წერს გოცირიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: