Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
17-10-2014, 16:17
ნანახია: 1170

ირაკლი ღლონტი:  საქართველოს დროებით ხელისუფლებაში პატრიოტი ადამიანების ადგილს ვერ ვხედავ !

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას "რეფორმატორების ლიდერი ირაკლი ღლონტი გამოეხმაურა და "ივერიონთან" საუბარში განაცხადა.

 

  საქართველოს პრემიერ მინისტრის გუშინდელი განცხადება შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისათვის, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებისათვის, რომლებიც გლოვობენ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს, ასევე დღემდე აფხაზეთიდან დევნილები მოქალაქეებისათვის. დღეს მოვისმინე ჩემი რამდენიმე კოლეგის და ექსპერტის მოსაზრებაც, რომლებსაც აბსოლიტურად ვიზიარებ, თუმცა ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელზედაც დროებითი ხელისუფლების არც ერთმა ჩინოვნიკმა, მათ შორის ბატონმა ყოლბაიამ და ბატონმა ალასანიამ კომენტარი არ გააკეთა, ეს ეხება პრემიერის განცხადებაში ორჯერ გაცხადებულ აბსურდულ ცნებას - ,,აფხაზი ერი"" და მე მინდა მას მოვუწოდო, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს როცა საქართველოს უზენაეს ინტერესებზე იწყებს მსჯელობას.
 არ მინდა დავიჯერო, რომ ბატონი ღარიბაშვილი მოქმედებს გეგმის მიხედვით და ყოველმხრივ უხსნის ხელ-ფეხს უპირველეს მტერს განამტკიცოს მისი ოკუპაციური ხასიათის ნება ,,თვითგამორკვევისათვის'' მებრძოლი ,,ხალხის'' მხარდასაჭერად ! თუმცა მთავრობას, რომელსაც მინისტრის რანგში ჰყავს პაატა ზაქარეიშვილი არ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის მტკიცე მხარდამჭერი ადამიანების ნდობა გააჩნდეს.
  ჩემი აზრით პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ დროებითი ხელისუფლება არის არასაიმედო პარტნიორი საკუთარი მოსახლეობისათვის და ეს რეალობა შესაცვლელია. მე, როგორც მოქალაქე და პოლიტიკოსი ვერ დავუშვებ ქმედუუნარო ხელისუფლების თავგასულობას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ათწლეულების მანძილზე აფხაზეთში მიმდინარე სეპარატისტული მოქმედებები ,,აფხაზი ერის"" თვითგამორკვევის პროცესია.
  რა საჭიროა ,,მეხუთე კოლონა"", როცა საქართველოს პრემიერ მინისტრი თავად აკეთებს ამ განცხადებას, მე დღეს საქართველოს დროებით ხელისუფლებაში ვერ ვხედავ პატრიოტი ადამიანების ადგილს !