Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
19-10-2014, 08:35
ნანახია: 1140

   "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე და ორგანიზაცია "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის" თავმჯდომარე ალექსანდრე ახალკაცი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ უნდა აიკრძალოს "ნაციონლური მოძრაობა".

 

   -"როგორც ვიცით, "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს, პატიმრების რიცხვის მასობრივი ზრდით, ქვეყანა კრიმინალური ერის სახელით შერაცხვის წინაშე დადგა. წარსულში საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო ნორმების არაერთხელ იგნორირებით "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოყალიბდა მოძალადე პარტიად, მიზანმიმართულად ებრძოდა და ატერორებდა საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ოპოზიციიდანაც აქტიურად ახერხებენ საზოგადოების ფსიქოლოგიურ ,,ტერორს", საერთაშორისო არენაზე ცდილობენ ხელისუფლების იმიჯის შერყევას, რამაც პერსპექტივაში სახელმწიფო ინტერესები უფრო შეიძლება დააზარალოს, ვიდრე კოალიცია ,,ქართული ოცნების" სახე.

    "ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლებისა და ექს-პრეზიდენტის მიერ პარტიის სახელით წარსულში ჩადენილი მრავალი მძიმე დანაშაულებრივი ქმედება  გვაძლევს საფუძველს, რომ მოვუწოდოთ არასამთავრობო სექტორს და უფლებადამცველებს, მოხდეს ერთობლივი საჩივრის წარდგენა სასამართლოში "ნაცმოძრაობის"აკრძლვის ან გაუქმების მოთხოვნით".

 

  ქეთი მიქაძე