რუსული მხარე სიგნალს ქართული მხარისგან ელის

რუსული მხარე სიგნალს ქართული მხარისგან ელის

  რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი დიმიტრი პესკოვი რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ სიგნალს საქართველოსგან ელოდება. განცხადება ამის შესახებ პესკოვმა ტელეკომპანია იმედდთან საუბარში გააკეთა.

  "ვითარება უნდა მომწიფდეს, გაჩნდეს პოლიტიკური ნება და შესაბამისი გარემო შეიქმნას. მეტი მოთმინება გვმართებს. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ სიგნალს თბილისისგან. თქვენი მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი პოლიტიკური ნება. პრეზიდენტმა კი თავისი სათქმელი უკვე თქვა. პუტინმა გასაგებად განაცხადა, რომ თუ საქართველოს მხრიდან მიიღებს სიგნალს, შეხვედრა შედგება", - განაცხადა პესკოვმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: