აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური კომიტეტი საქართველოში პროექტებს განახორციელებს

აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური კომიტეტი საქართველოში პროექტებს განახორციელებს

  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის დირექტორს რაინერ ლინდრელს შეხვდა.

  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური კომიტეტის საქმიანობას და მის სამომავლო გეგმებს. როგორც შეხვედრაზე კომიტეტის დირექტორმა რაინერ ლინდრელმა აღნიშნა, ორგანიზაცია დაინტერესებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით და საქართველოში გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაციის ჩამოყვანის სურვილს გამოთქვამს.

  აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია კონფერენციაზე East Forum, რომელიც გერმანიაში 2015 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: