თამარ კორძაია: რელიგიათა სააგენტომ აქტიურად უნდა იმუშაოს!

თამარ კორძაია: რელიგიათა სააგენტომ აქტიურად უნდა იმუშაოს!

  ადიგენში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია ბოდიშს უხდის.

  დეპუტატი რელიგიის სააგენტოს მოუწოდებს, დეტალურად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი. კორძაიას თქმით, სააგენტო სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ მსგავს საკითხებზე იმსჯელოს.

  "ბოდიშს მოვუხდი საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას მომხდარი ფაქტის გამო, ვთვლი, რომ რელიგიათა სააგენტომ აქტიურად უნდა იმუშაოს, იმიტომ, რომ მათ აქვთ პრეტენზია, რომ ეს შენობა იყო მუსლიმური ტაძარი, მეჩეთი და შესაბამისად, ისინი ითხოვენ მის დაბრუნებას.

ხელისუფლებამ იმიტომ შექმნა რელიგიათა სააგენტო, რომ სწორედ ასეთ საკითხებზე ემსჯელა და მსგავსი ტიპის კონფლიქტები აღმოფხვრილიყო, ამიტომ მივმართავ რელიგიათა სააგენტოს, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში შეისწავლოს და განიხილოს ეს საკითხი",- განაცხადა კორძაიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: