ირაკლი ღლონტი პრემიერს მიმართავს და ახალი ინიციატივით გამოდის

ირაკლი ღლონტი პრემიერს მიმართავს და ახალი ინიციატივით გამოდის

   პარტია "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

 

     მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს

     ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

 

   ბატონო ირაკლი, ოპოზიციური საქმიანობის მიუხედავად, მზად ვარ წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის რეფორმირების საკითხებში, შესაბამისად  დრო და დრო გაცნობებთ, ხოლმე ჩვენი პოლიტიკური პარტიის ,,რეფორმატორები"" მოსაზრებებს და ინიციატივებს სხვადასხვა სფეროს მიმართებით, რომლებიც გამომდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეებისათვის უკეთესი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად. არავისთვის უცხო არ არის, რომ ტოტალური უმუშევრობისა და ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე ჩვენ მივიღეთ უკიდურესი სიდუხჭირის ზღვარზე მყოფი საქართველო და დაცლილი ოჯახები სოფლად თუ ქალაქად, იმედგაცრუებული და ნიჰილიზმით სავსე მოსახლეობა, რომელმაც თავის დროზე დაკარგა იმედი, ახლა კი ოცნება და იძულებით მიაშურეს საზღვარგარეთს.

   ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მესაკუთრე, რომელიც თავის საკუთრებაში არსებულ ქონებას იჯარით ან ქირავნობის ფორმით გადასცემს მეორე მხარეს, მან შესაბამისი ხელშეკრულება უნდა წარადგინოს საგადასახადო ორგანოში, რის საფუძველზეც იგი იძენს ვალდებულებას, რომ ქირავნობის საგნიდან მიღებული შემოსავლის 20 % გადაუხადოს სახელმწიფოს. ზემოაღნიშნული ფინანსური ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით მესაკუთრეები მიმართავენ სხვა გზას და დღეს უამრავი ქირავნობითი ურთიერთობა გასაიდუმლოებულია, შესაბამისად არაოფიციალური ურთიერთობის დროს წარმოქმნილი დავები ხშირად გვერდს უვლის სამართლებრივ გზას და ხდება მოქალაქეთა შორის კონფლიქტისა და პირადი გარჩევის საგანი. ქირავნობის გამოვლენის შემთხვევაში ხდება მესაკუთრის მიმართ სოლიდური საქნციის დაკისრება.

   ჩვენ, ,,რეფორმატორები"" ვთვლით, რომ ეს ნორმა სხვა ნორმების მსგავსად კიდევ უფრო ამძიმებს მოქალაქეთა ცხოვრების პირობებს, ვინაიდან და რადგანაც მესაკუთრე, რომელიც ქონებას ზემოაღნიშნული სამართლებრივი ფორმით განკარგავს, ძირითად შემთხვევაში იგი იძულებულია ასე მოიქცეს, რადგან მას არ გააჩნია სამსახური ან/და სხვა შემოსავლის წყარო და იძულებულია საკუთრებაში არსებული ქონება სასყიდლიანი ფორმით გადასცეს სხვა პირს, მხოლოდ იმ მიზნით, რომ იქირაოს დაბალფასიანი საცხოვრისი და დარჩენილი თანხით გააგრძელოს ოჯახის რჩენა. 

   ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგმართავთ თხოვნით, რომ გახდეთ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი და შესაბამის უწყებებთან ერთად განახორციელოთ ცვლილება, რის თანახმადაც ყველა მესაკუთრე, რომელიც თავის საკუთრებაში არსებული ქონების (არაუმეტეს ერთისა) ქირის ან იჯარის ფორმით განკარგვის შემთხვევაში გათავისუფლდეს საგადასახადო ვალდებულებისაგან. 

 

პატივისცემით,

ირაკლი ღლონტი

პ/გ ,,რეფორმატორები""

თავმჯდომარე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: