Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
28-10-2014, 10:47
ნანახია: 1308

ზუგდიდში, უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება წყლის ავზის გახეთქვამ განაპირობა

  საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში  აფეთქება წყლის ავზის გახეთქვამ გამოიწვია.

  "ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს  ერთი თანამშრომელი. მინდა, ვუსამძიმრო მის ოჯახს. მოხდა წყლის ავზის გასკდომა და ამის შემდეგ მოჰყვა კედლის ნგრევა, რამაც გამოიწვია ე.წ. სინკარის ჩამოვარდნა და ისვენებდა ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც დაეცა ზედ და მოჰყვა სიკვდილიანობა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ გავრცელდა ინფორმაციები, რომ თითქოს რაღაც თავდასხმა მოხდა სპეცდანიშნულების ბაზაზე, მოხდა აფეთქება, ეს რა თქმა უნდა სიცრუეა, არანაირი თავდასხმა არ მომხდარა, არანაირი აფეთქება არ მომხდარა, უბრალოდ, მოხდა, ასე ვთქვათ, ორთქლის დაგროვება, ცხელი ორთქლის, რამაც გამოიწვია ამ ავზის გასკდომა და კედლის ნგრევა. მეტი ისეთი არაფერი არ მომხდარა, რაც პანიკები გავრცელდა, ჭორები გავრცელდა საინფორმაციო წყაროებში. დაღუპული პროზექტურაში გადაასვენეს, ქუთაისშია პროზექტურაში გადასვენებული. ჩაუტარდება რაც საჭიროა ყველაფერი და მერე გადავასვენებთ სახლში", - განაცხადა გომელაურმა.