გიორგი მარგველაშვილი: ჟენევის ფორმატმა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე და სიმკვეთრე უნდა მიიღოს!

გიორგი მარგველაშვილი: ჟენევის ფორმატმა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე და სიმკვეთრე უნდა მიიღოს!

  ჟენევის ფორმატის გააქტიურება აუცილებელია. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა "არჩევანში" აკეთებს. 


 "ჟენევის ფორმატმა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე და სიმკვეთრე უნდა მიიღოს. ეს არის სიტუაციიდან გამომდინარე. ეს სიტუაცია, რამდენადაც ცუდად უნდა ჟღერდეს, გვაძლევს კიდევ უფრო მეტად ამ თემის გააქტიურების შესაძლებლობას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.


  საქართველოს პრეზიდენტი სამმხრივ ფორმატში გააქტიურებას გეგმავს.

  "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, რომელთაც გადადგეს მტკიცე ნაბიჯი თავისი სრულიად კანონიერი უფლებიდან გამომდინარე და რომელთაც შეექმნათ პრობლემები, კიდევ უფრო აქტიურად უნდა გაერთიანდნენ სამმხივ ფორმატში და მე ვგეგმავ ამ მიმართულებითაც გააქტიურებას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: