Iverioni
«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
29-10-2014, 14:19
ნანახია: 1069

ქეთრინ ეშტონი: საქართველო გააგრძელებს ამბიციური რეფორმების განხორციელებას!

  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს წერილს უგზავნის და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

 

  ეჭვი არ მეპარება, რომ სქართველო გააგრძელებს ამბციური რეფორმების ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას. აღნიშნულზე  ეშტონი მაია ფანჯიკიძისადმი მიწერილ წერილში აუბრბს.


  "ჩემი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლის უფლებამოსილება იწურება და ამასთან დაკავშირებით, მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ იმ შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რომელიც უკვე წლებია, გვაკავშირებს. ერთობლივი ჩართულობით ჩვენ თანმიმდევრულად ვაძლიერებდით და ვაფართოებდით ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც ივნისში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით დაგვირგვინდა.  ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო გააგრძელებს ამბიციური რეფორმების ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, ჩვენს მიერ ერთობლივად შემუშავებული ასოცირების დღის წესრიგის ჩათვლით, და რომ ჩვენ ახლო მომავალში დავინახავთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს", - აღნიშნავს ეშტონი .