Iverioni
«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
31-10-2014, 12:11
ნანახია: 849

დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტს კანონპროექტის ხელმოსაწერად 24-საათი რჩება!

   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების ხელმოწერისა და გამოქვეყნების თხოვნით მიმართავს.

 

  უსუფაშვილის განცხადებით დღეს  ბოლო დღეა, როცა პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებულ პროექტს ხელი უნდა მოაწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებს საკომუნიკაციო კომპანიების ინფორმაციებზე წვდომის უფლება აღარ ექნებათ.

  "მინდა, გამოვთქვა წუხილი, რომ პრეზიდენტს კანონპროექტის ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად 24-საათი რჩება. ეს ნორმალური პრაქტიკა არ არის და მას მივმართავ დაპირებით, რომ მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. ამასთან, ვთხოვ, გადაწყვეტილება მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღოს - საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების გარანტი და გადაწყვეტილების სწრაფად ხელმოწერა და ძალაში შესვლა სამართლადამცავი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას სჭირდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.


  ფარულ მოსმენაზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს პირველი აპრილის ნაცვლად, თებერვლის ბოლომდე მოამზადებს და დაამტკიცებს.