Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
31-10-2014, 13:54
ნანახია: 1077

რით დასრულდება პრეზიდენტისა და პარლამენტის მოჩვენებითი ფლირტი?!

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით  განცხადება გააკეთა.

მან  ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს ხელი არ მოაწერა. ,,საქართველოს პრეზიდენტმა ისარგებლა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებით და პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"  

  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს ვეტო დაადო. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტი მიუთითებს ხოლმე იმ მიზეზებზე, რის გამოც მან ამ უფლებით ისარგებლა და ასევე პარლამენტს სთავაზობს თავის ალტერნატიულ მოსაზრებებს.
  ეს დოკუმენტი პარლამენტში მცირე ხნის წინ შემოვიდა. თავად ვეტოს არსი მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი განსხვავებულ პოზიციაზეა საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით. ის, რომ იგი გადასავადებელია ამაში გვთანხმდება , მაგრამ უნდა გადავადდეს ოთხი თვით, თუ ერთი თვით, ამაშია განსხვავება და ესაა საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. პროცედურების თანახმად, ვეტოს შემთხვევაში პარლამენტი მსჯელობს პრეზიდენტის მოსაზრებებზე და შემდგომ უკვე კენჭი ეყრება პირველ რიგში პრეზიდენტის შენიშვნებს. თუ იგი არ იქნა გაზიარებული, შემდეგ კენჭი ეყრება პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას და პრეზიდენტის ვეტო დაძლეულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა ანუ პარლამენტის 76 წევრმა".