Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
31-10-2014, 16:30
ნანახია: 789

ეკა გიგაური: პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო!

   შსს-ს პირდაპირი წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე  უკვე ხვალიდან შეეზღუდება.

  გიგაურის განცხადებით, ამოქმედდება ის რეგულაცია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით აგვისტოში შემუშავდა. ამ შემთხვევაში ინფორმაციაზე წვდომისთვის შსს-ს დასჭირდება სასამართლოს ნებართვა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზღუდება უფლებები იქამდე, სანამ ისინი მიიღებენ თანხმობას მოსამართლისგან. როგორც კი ისინი მიიღებენ თანხმობას მოსამართლისგან, რომ მათ შეუძლიათ მოუსმინონ ადამიანს, მაშინვე ყველა მექანიზმი ჩაირთვება. ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება." - განაცხადა ეკა გიგაურმა.