Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
5-11-2014, 17:40
ნანახია: 440

თავდაცვის მინისტრის გათავისუფლების გამო ქართულ კოალიციას საფრთხე ემუქრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის მთავრობამ რუსეთთან კავშირები  2008 წლის ომის შემდეგ განაახლა, რისკზე მიდის, რომ კოალიცია დაირღვევა, თავდაცვის მინისტრის საჯაროდ კრიტიკის გამო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ მისი უწყების თანამშრომლების დაპატიმრება პოლიტიკურადაა მოტივირებულიო. თანამდებობა დატოვეს ალექსი პეტრიაშვილმაც და მაია ფანიჯიკიძემაც.
ეს გადადგომები ყველაზე რთულ საკითხს წარმოადგენს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისათვის“, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ბრძოლაში გამოსაწვევად შექმნა. როგორც გუშინ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი-2“-ის ტელეეთერში განაცხადა, ეს ბრძოლა საქართველოს საფრთხეში აგდებს, რადგან რუსეთი შეეცდება საქართველოში იგივე სცენარი გაიმეოროს, რაც მოხდა უკრაინაში.
„ქართული ოცნება“ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილზე გასამარჯვებლად შეიქმნა“, - თქვა ალექსანდრე რონდელმა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბრის დროს, - ახლა, როცა საერთო მტერი აღარ ჩანს, კოალიციის წევრებმა თავიანთი ჭეშმარიტი პრიორიტეტები გამოავლინეს“.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 150-დან 83 ადგილი უკავია, „თავისუფალი დემოკრატების“ 10 მანდატის ჩათვლით. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ირაკლი ალასანიას შემცვლელად, თავისი მოკავშირე მინდია ჯანელიძე დანიშნა, რომელიც მანამდე კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი გახლდათ.
„პოლიტიკურად მოტივირებული“
საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ოთხი თანამშრომელი 28 ოქტომბერს დააკავა „დაუდევრობის“ ბრალდებით, რომელიც გასულ წელს მომხდარ კვების პროდუქტებით მოწამვლაში გამოიხატება და რომელმაც ასობით სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობა გამოიწვია. „ეს დაპატიმრებები აშკარად პოლიტიკურადაა მოტივირებული და საქართველოს ევროატალინტიკურ ინტეგრაციაზე თავდასხმას ნიშნავს“, - განაცხადა გუშინ ირაკლი ალასანიამ რეპორტიორების წინაშე, თანამდებობიდან გათავისუფლების წინ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელი ივნისში მოაწერა, ივლისში კი ამ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს, რომლებიც, თავის მხრივ, შეშფოთებას გამოხატავენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის ბრალდებების გამო.
„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ხვალ კოალიციიის წევრებს შევხვდეთ და სერიოზულად ვისაუბროთ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. რვა ნოემბერს „თავისუფალი დემოკრატები“ პარტიული ყრილობის ჩატარებისთვისაც ემზადებიან.
ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად შეარჩია ამ პოსტიდან თავისი წასვლის შემდეგ, ირაკლია ალასანიას განცხადებებს „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ უწოდა.
დავით ბაქრაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელია, თავის მომხრეებს 15 ნოემბერს დაგეგმილ მიტინგში მონაწილეობისკენ მოუწოდა, ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდასაჭერად და დღევანდელი მთავრობის მოქმედების დასაგმობად.
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 51 ადგილი აქვს.
„ჩვენ პოლიტიკურ კრიზსს ვხედავთ, ისინი კი ამას უარყოფენ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ გუშინ „რუსთავი-2“-ის ტელეეთერში გამოსვლისას, - როგორ გავლენას მოახდენს ეს საზოგადოებაზე და იმ დაპირებებზე, რომლებიც მათ არ შეუსრულეს? არადა, ისინი ბევრ რამეს დაპირდნენ“.

 

ჰელენა ბედველი
„ბლუმბერგი“ (აშშ), 5 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.bloomberg.com/news/2014-11-04/georgian-coalition-at-risk-after-defense-minister-fired.html