Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
6-11-2014, 11:42
ნანახია: 1271

რამ შეაშფოთა ევროკავშირი?!

 საქართველოში დაწყებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ევროკავშირი შეაშფოთა

 "საქართველოში რამდენიმე პროდასავლელი მინისტრის მკვეთრმა გადადგომამ  სამთავრობო კრიზისი და ევროკავშირის მაღალჩინოსნების შეშფოთება გამოიწვია - ისინი შიშობენ, რომ დასავლური ინტერესების მქონე ქვეყანა შეიძლება რუსეთისაკენ გადაიხაროს", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი ნეფტალი ბენდევიდი).
პუბლიკაციაში გადმოცემულია კრიზისის განვითარების ისტორია და ის მიზეზები, რამაც პარტია "თავისუფალი დემოკრატების" "პროდასავლელი" წევრების მთავრობიდან და კოალიციიდან წასვლა გამოიწვია. "გადამდგარმა მინისტრებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყანა ევროპული გზიდან გადაჰყავსო, თუმცა მათი განცხადება თვითონ პრემიერმა უარყო".
სტატში გამოყენებულია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკიავიჩუსის განცხადება: "როცა მთავრობიდან ერთბაშად ამდენი პროევროპული ჩინოვნიკი მიდის, ეს ნამდვილად შემაშფოთებელია და სიტუაციას ართულებს". იქვეა შვედეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის კარლ ბილდტის თვალსაზრისიც: "საქართველოს პროევროპული კურსი საფრთხის ქვეშაა... იმ გუნდის წევრები, რომლებიც დასავლურ სტრატეგიულ მიმართულებას უზრუნველყოფდნენ, ზოგი თვითონ გადადგნენ, ზოგი კი გაათავისუფლეს... შესაძლოა ამ მოვლენის უკან რუსეთი უშუალოდ არ ჩანს, მაგრამ უეჭველია, კრემლში ტაშს უკრავენ".
ევროკავშირის პრეს-მდივნის მაია კოციანციკის განცხადებით, გადამდგარი მინისტრები [ბრიუსელისთვის] კარგი პარტნიორები იყვნენ: "ჩვენ დადებითად ვაფასებთ ბოლო წლების თანამშრომლობას იმ მინისტრებთან, რომლებმაც საქართველოს მთავრობა დატოვეს", - აღნიშნა მან და დაამატა, რომ საქართველოში ბევრი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე სისხლის სამართლის დევნას განიცდის: "ეს პროცესები სრულიად გამჭვირვალე და პოლიტიკური მოტივაციისაგან თავისუფალი უნდა იყოს".
პუბლიკაციაში ავტორი ეხება აგრეთვე საქართველო-რუსეთისა და საქართველო-დასავლეთის ურთიერთობის საკითხებს და აღნიშნავს, რომ თბილისი ცდილობს დააბალანსოს კავშირები დასავლეთთან და ჩრდილოეთთან: რუსეთთან აღდგა ეკონომიკური ურთიერთობა, დასავლეთთან კი ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას. საქართველო ასევე მიისწრქაფვის ნატოში გაწევრიანებისაკენ. ამასთან, ქართველი ლიდერები მიიჩნევენ, რომ რუსეთი, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს და სეპარატისტულ რეგიონებს მფარველობს, თბილისისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
დასავლელი ლიდერების აზრით, საქართველოში არასაკმარისი დემოკრატიაა ამ ქვეყნის დასავლურ ორბიტაზე გასაყვანად. მათ შეშფოტება გამოხატეს ივლისში მომხდარი ამბების გამო, როცა საქართველოში პროდასავლელ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ქართველმა ლიდერებმა ეს ფაქტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად წარმოაჩინეს, მაგრამ ევროკავშირის ლიდერებმა მასში პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივ დევნა დაინახეს. ამ დღეებში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისიც სწორედ სამართლებრივმა დევნამ გამოიწვია: თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები კორუფციაში დაადანასაულეს და ისინი დააკავეს და როცა ირაკლი ალასანიამ მათი დაპატიმრება გააპროტესტა და "პოლიტიკურად მოტივირებულად" მიიჩნია, იგი პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან სასწრაფოდ გაათავისუფლა: "იმის ნაცვლად, რომ მინისტრმა ხელი შეწყოს გამოძიების პროცესს სიმართლის დასადგენად, მისი მოქმედება თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების პოლიტიზირებას ემსახურება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დასავლური ორიენტაციის ერთგულია. ამასთან, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მტავრობას ახლა რუსი ოლიგარქი ხელმძღვანელობს და ტავის პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის: "ჩვენ ვაფრთხილებდით დასავლელ მეგობრებს, რომ ასეთი რამ მოსალოდნელი იყო, ზოგიერთი კი თვალს ხუჭავდა მთავრობის ყალბ პროევროპულ განცხადებებზე".
იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ, რომელიც ევროპარლამენტში საგარეო პოლიტიკის წამყვან ექსპერტად ითვლება, ქართველი მინისტრების გადადგომის ფაქტთან დაკავშირებით თავის ტვიტერში ასე ჩაწერა: "რუსეთის უხილავი ხელი საქართველოს ევროპული კურსიდან აშორებს".

 

"უოლ-სთრით ჯორნელი" (აშშ), 6 ნოემბერი, 2014 წელი
http://online.wsj.com/articles/georgia-political-crisis-alarms-eu-1415211330