Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
17-11-2014, 16:49
ნანახია: 479

რუსეთის აგრესია უკრაინით არ შეჩერდება!

„ნატომ დაადასტურა, რომ გასულ კვირას, ოთხშაბათს, რუსეთის ტანკები ამბოხებულთა მიერ კონტროლირებულ რეგიონში - აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდნენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსეთის აგრესია ვლადიმირ პუტინის დროს უკრაინამდე ჯერ სხვა რეგიონში იყო და თუ დასავლეთი რუსეთის მიმართ ყოყმანს არ შეწყვეტს, მოსკოვი მხოლოდ უკრაინით არ დაკმაყოფილდება“! - წერს ტედ ბრომუნდი, მარგარეტ თეტჩერის ფონდის თავისუფლების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. იგი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რუსულ აგრესიას იხსენებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველო, 2008 წლის აგრესიის მიუხედავად, რუსეთთან დაახლოებას ცდილობს.


„მას შემდეგ, რაც საქართველოში 2003 წელს ვარდების რევოლუცია მოხდა, კავკასიაში მდებარე სახელმწიფო აშშ-ის ერთგულ მოკავშირედ გადაიქცა. მაგრამ 2008 წელს პუტინის რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიიის ნაწილი დაიკავა. 2012 წელს პროდასავლური პრეზიდენტისა მიხეილ სააკაშვილის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. იმ დროიდან საქართველოს კოალიცია „ქართული ოცნება“ მართავს, რომელიც ჩრდილოვანმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა და რომელმაც სიმდიდრე რუსეთში დააგროვა. ამას წინათ თანამდებობიდან გაათავისუფლეს თავდაცვის მინისტრი, გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომლებსაც დასავლეთთან ახლო კავშირები ჰქონდათ. საქართველო რუსეთის ორბიტისკენ დრეიფობს.


საქართველოს შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანია. სომხეთი, რომელიც შეიარაღებას  რუსეთისგან იღებს, მხარს უჭერს აზერბაიჯანის სეპარატისტულ ტერიტორიას - მთიან ყარაბაღს. აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და დასავლეთისთვის ამ ნედლეულის მნიშვნელოვან მიმწოდებლად ითვლება. თავის მხრივ, ნავთობის ექსპორტით რუსეთიცაა დაკავებული და შესაბამისად, მოსკოვს აქვს მიზეზი აზერბაიჯანს დაემუქროს.


სომხეთი რუსეთის მარიონეტია, რომლის მეშვეობითაც რუსეთი კონფლიქტის მოგვარებას აჭიანურებს და ამით რეგიონში თავის გავლენას ინარჩუნებს.


ირანი - ამ სახელმწიფოსთან რუსეთს საკმაოდ მტკიცე კავშირები აქვს ბირთვულ სფეროში. რუსეთმა ირანს ბუშირში ატომური ელექტროსადგური აუშენა. ევროკავშირი ცდილობს ირანის ბირთვული პროგრამის გაკონტროლებას, მაგრამ  თეირანი, მოსკოვის წაქეზებით, ბრიუსელს ამის უფლებას არ აძლევს.


თუ დასავლეთს არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის მეზობლებს უკეთესი ვარიანტი შესთავაზოს, მაშინ მათ ვლადიმირ პუტინის პირობების მიღება მოუწევთ. დასავლეთმა უნდა მონიშნოს მოქმედების ხაზი და ის მტკიცედ დაიცვას: რუსეთს მეტს აღარაფერს აპატიებს და არც არაფერს დაივიწყებს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 

„ნიუსდეი“ (აშშ), 16 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.newsday.com/opinion/oped/russia-s-aggression-isn-t-stopping-in-ukraine-ted-bromund-1.9618880