იუსტიციის საბჭოში ცვლილება იგეგმება

იუსტიციის საბჭოში ცვლილება იგეგმება

საქართველოს მთავრობა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლის ინიციატივით გამოდის. ცვლილების მიხედვით, მოსამართლე და დისციპლინარული კოლეგია ცალკე ორგანოდ ჩამოყალიბდება.


პრეზიდენტს კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის უფლება აღარ ექნება. ამ ცვლილების მიხედვით კი, მთავრობა უფლებამოსილებას შეიძენს იუსტიციის საბჭოში დანიშნოს 3 წევრი, იურისტთა აკადემიური წევრების, იურიდიული პროფილის მქონე სამოქალაქო სექტორის, ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციებიდან.


საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის კვოტა უმაღლეს იუსტიციის საბჭოში იზღუდება.


უზენაეს სასამართლოს აღარ ექნება უფლება დაასახელოს მოსამართლეთა კონცეფციის წინაშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატები. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელ ორგანოებში მონაწილეობის უფლება.


კანონპროექტის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროში Dდღეს გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: