დიმიტრი ლორთქიფანიძე:–"მე მჯერა, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნის მოთხოვნის საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანია"

დიმიტრი ლორთქიფანიძე:–"მე მჯერა, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნის მოთხოვნის საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანია"

   "ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე და საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას აცხადებს:

 

   –"კახა კახიშვილის იმედი გვაქვს, ის სამოქალაქო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელია. დღეს ის მინისტრის პირველი მოადგილეა და მასთან პირდაპირ კავშირშია პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორება  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში", - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

 

"თუმცა, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან, ჩემს განცხადებას სრულიად არაადეკვატური განცხადება მოჰყვა.

 

დახლეობით ორი კვირის წინ, სანამ გლდანის მე-8 დაწესებულებაში  მოხდებოდა გახმაურებული ინციდენტი, სამინისტროს ხელმძღვანელობას შევახსენე, რომ არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, სტამბოლის პროტოკოლი, რომელიც გარდა წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფორმატში მომუშავე სახალხო დამცველთან არსებული ჯგუფის მუშაობისა, გულისხმობს  სავალდებულო წესით საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.  ჩემს ამ განცხადებას, სამინისტროდან მოჰყვა საკმაოდ არაადეკვატური განცხადება, რომელიც არ მინდაკ ჩემი მისამართით მივიღო, თუმცა, ვალდებული ვარკ განვაცხადო ამის თაობაზე და დაველოდო განმარტებას.

 

განცხადებაში ითქვა, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნას არანაირი საფუძვლები არ გააჩნია, ვინაიდან ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირ წესდებაში აქვთ ჩაწერილი უფლებადაცვითი საქმიანობა და ისინი ვერ უზრუნველყოფენ ათეულობით ასეთი ორგანიზაციის მონაწილეობას მონიტორინგში და რაც ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, რომ ამ დრომდე მონიტორინგში მონაწილე პირები მონიტორინგს იყენებდნენ პოლიტიკური ქულების დაწერისთვისო.

 

მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის ჩემს მეგობარ კახა კახიშვილს, 2012 წლის 1 ოქტომბრის  შემდეგ,  მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელიც ფაქტობროვად 12-საათიანი რეჟიმში ვმუშაობდი იმ დაწესებულებებში, სადაც გამოკვეთილი იყო საბოტაჟის ნიშნები.

 

როცა იმ ადამიანების წინააღმდეგ კეთდება განცხადება, რომლებმაც კონკრეტული მოქმედებების შედეგად ქვეყანას ააცილეს დესტრუქციული ქმედებები, აქ მინიმუმ სამადლობელი უნდა ითქვას, თუ სამადლობელი არა,  ხმა მაინც არავინ არ უნდა ამოიღოს ამ პირების  საწინააღმდეგოდ.  მე მჯერა, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნის მოთხოვნის საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თავიდან აგვაცილებს წამების და ღირსების შემლახავ მოპყრობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: