ირმა ინაშვილი:მე მინდა ნატო-ში ჩემი ქვეყნის მიწიანად და არა ტერიტორიების გარეშე...

ირმა ინაშვილი:მე მინდა ნატო-ში  ჩემი ქვეყნის მიწიანად და არა ტერიტორიების გარეშე...

"მე მინდა ნატო-ში, ტექნოლოგიებიც მინდა და სამხედრო დახმარებაც, მაგრამ მინდა ჩემი ქვეყნის მიწიანად და არა ტერიტორიების გარეშე"... აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტი ირმა ინაშვილის facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

  როგორც ინაშვილი აცხადებს, სააკაშვილმა ჩაგვითრია ომში და  მიწების 22% დაგვაკარგვინა.


"ორი დღეა სოხუმი მესიზმრება. დილის 6 საათზე მეღვიძება და ძილში მიტირია, თურმე... გული მიკვდება. ყველა ნორმალური კაცი ხვდება, რომ აფხაზეთი დავკარგეთ. და ვინც ამას ხვდება, დარწმუნებული ვარ, ძილში ჩემსავით ტირის.

2008 წლის მაისში ვიყავი სოხუმში, გია შერვაშიძესთან და დათო თარხან-მოურავთან ერთად. გავლენიან აფხაზებს შევხვდით და დიდი შერიგება დავგეგმეთ დიდრიფშის მთაზე. 4 ივლისს უნდა შევკრებილიყავით, 400 ქართველი და 400 აფხაზი... იქ, აფხაზეთში... იქნებ რაღაცა ახალი დაწყებულიყო, მაგრამ ამ "პადონოკმა" - სააკაშვილმა სამი თვის მერე, აგვისტოში საბედისწერო თამაში დაიწყო. ჩაგვითრია ომში და დაგვაკარგვინა მიწების 22%-ზე მეტი... იხოხა და ჰალტუხები ჭამა შიშისგან. ხალხიც გაწირა და ქვეყანაც. მე მას ჰააგაში ვხედავ, ტრიბუნალზე, ეს გარდაუვალია, მაგრამ რა დააბრუნებს აფხაზეთს, სამაჩაბლოს, კოდორს და ახალგორს.

ზოგიერთისთვის მიწები ნატო-ზე იცვლება. "მთავარია, შევიდეთ და ჯანდაბას, მარტო მცხეთა- თბილისით შევიდეთ",- ასეც მსჯელობენ. მე მინდა ნატო-ში, ტექნოლოგიებიც მინდა და სამხედრო დახმარებაც, მაგრამ მინდა ჩემი ქვეყნის მიწიანად და არა ტერიტორიების გარეშე... და ესეც რომ არ მოხდება? არავინ რომ არ მიგიღებს უახლოეს პერსპექტივაში? ეტყობა, ობამაც "გერეუ"-ს აგენტია, ამას პირში რომ გვეუბნება", - წერს ირმა ინაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: