ნინო ლომჯარია:-"ჩვენ ალბათ, მოვითხოვთ ვეტოს, მაგრამ არ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია"

ნინო ლომჯარია:-"ჩვენ ალბათ, მოვითხოვთ ვეტოს, მაგრამ არ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია"

   "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტის მიერ მოსმენების შესახებ კანონპროექტთან  დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები აქციით გააპროტესტებენ. 

 

   -"ჩვენ ალბათ, მოვითხოვთ ვეტოს, მაგრამ არ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია. ჩვენ მასთან არ გვქონია კონსულტაცია. ხვალ ამ გადაწყვეტილებას აქციით გავაპროტესტებთ და მომავალში არ დავტოვებთ უყურადღებოდ"-განაცხადა ლომჯარიამ.

 

   შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, ხმალაძის ინიციატივა კი ჩააგდო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი, უმცირესობა და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ პროექტს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებდნენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: