Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
8-11-2012, 18:22
ნანახია: 1095

თემურ იაკობაშვილი თანამდებობას ტოვებს!

"ძვირფასო მეგობრებო. მინდა გაცნობოთ, რომ დღევანდელ თანამდებობაზე ჩემს მისიას და საქმიანობას ამოწურულად მივიჩნევ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ვაშინგტონში ახალმა ელჩმა უნდა წარმოადგინოს", _ ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.


"ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საგარეო საქმეთა მინისტრს და მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საქმეების ცივილური გადაბარებთ დავკავდები. ყველას დიდი მადლობა მხარში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ბოლო ორ წელიწადში ამერიკის მიმართულებით მიღწეული წარმატებების შესახებ თქვენ ყველამ კარგად იცით, ამდენად თავს არ შეგაწყენთ გამეორებით. განსაკუთრებით დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ასეთი უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელიც ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსახურისთვის მომეცა", _ აცხადებს თემურ იაკობაშვილი.