ვალერი კვარაცხელია:-რა მოიგო რუსეთმა და რა წააგო საქართველომ?!

ვალერი კვარაცხელია:-რა მოიგო რუსეთმა და რა წააგო საქართველომ?!

პარტია "ნეიტრალური საქართველოს" თავმჯდომარემ ვალერი კვარაცხელიამ ივერიონის პრესკლუბში რუსეთ საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთთან მთავარი პოლიტიკური პრობლემაა, რის მოგვარებასაც არ ცდილობს ჩვენი ქვეყნის მთავრობა.
ის, რაც მოხდა აფხაზეთში, ძალიან მტკივნეულია. ჩვენ გავიარეთ 3 ნაბიჯი, როცა 1993 წელს აფხაზეთი დავკარგეთ დეფაქტო, მერე დავკარგეთ დეიურე და ახლა გადავედით ანექსიის საფეხურზე. ამ წლების განმავლობაში, საქართველოში იცვლებოდა ხელისუფლება, მაგრამ არ იცვლებოდა მიდგომები. ხელისუფლებებს ძალიან სძულდათ ერთანეთი, მაგრამ ჯიუტად აგრძელებდნენ იმ დაწყებულ საქმეს, რასაც ვერ ამთავრებდა წინამორბედი, ეს იყო ის დიდი სურვილი ნატოსთან ურთიერთობისა, რომ ძალიან აპირისპირებდა რუსეთს. ყველას, გამსახურდიადან დაწყებული ეგონათ, რომ რუსეთი დასუსტდებოდა და მმართველობა მსოფლიოში დარჩებოდა აშშ-ს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მოხდა ის, რომ ჩვენგან წასულ მტრობას, რუსეთმაც უპასუხა მტრობით. ასე მოხდა 2008 წელს და ასე მოხდა ახლაც და ეს მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ ვეღარ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ამის აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ 2012 წელს გაცემული ივანიშვილის დანაპირები არ შესრულდა და ამ მიმართულებით ნაბიჯიც არ გადაგდგმულა, ახლა კი აცხადებს პრემიერი, კონსტრუქციულად ვიმოქმედეთ, მაგრამ არაფერი შეიცვალაო, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. როცა ითხოვეს, გაგვიხსენი ბაზარიო-რუსეთმა გახსნა როცა ითხოვეს დიპლომატირუი ურთიერთობების აღდგენა, ჩამოყალიბდა აბაშიძე-კარასინის პროექტი. აქ მთავარი სხვაა, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პრობლემა რუსეთთან და აი, ამის გადაჭრას არ ცდილობს მთავრობა. როცა რუსეთმა განაცხადა, რომ აღდგენილიყო დიპლომატიური ურთიერთობები, ამაზე უარი მიიღო, უარი მიიღო პირველი პირების შეხვედრაზეც. ეს არის არა შეცდომა, არამედ ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი უაზრმაზარი დანაშაული, რომლის გამოსწორების რესურსი ამ ხელისუფლებას არ აქვს და ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ ვინ არის ის ძალა, რომელიც უნდა მოვიდეს სათავეში? დღეს ალტერნატიული ძალა არ არსებობს. ის ოპოზიციაც იქიდან იმართება, საიდანაც იმართება დღეს არსებული ძალა. თუ გამოჩნდება განსხვავებული ძალა, მას იმ წუთშივე ჟანგბადს გადაუკეტავებ, არც ერთი ჩვენი ბიზნესმენი არ წავა იმაზე, რომ ის ძალა დააფინანსოს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის ლოზუნგით მოვა. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, პრინციპურად არაფერს შეცვლის. ვითარების შეცვლის რეალური კონტურები კი ჩანს და ძალაც გამოჩნდება, მაგრამ საჭიროა საზოგადოებაშიც გაჩნდეს ასეთი მოთხოვნები. მე ისიც დავინახე, რომ საზოგადოებრივმა ცნობიერებამ გაასწრო პოლიტიკურ ცნობიერებას. საქართველოს დაშლა დაწყებულია და თუ ეს პოლიტიკური გზა არ შეიცვლება, დაშლა გაგრძელდება. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაწყებულია, ჩვენ მივედით იქამდე, რომ დღეს ვერავინ გიპასუხებს, ვინ არის საქართველოში პირველი პირი. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, დომხალია ქვეყანაში.
რეალობაა ის, რომ საქართველოს არ ჰყავს ქართული ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება. ივანიშვილის მიერ მოყვანილი ხელისუფლება თამაშობს ამერიკის ინტერესებს. ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კაპიტალის მძევალია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: