ეკა ზღულაძე: „ქართული რეფორმის საიდუმლო მარტივია: დავიჭირეთ 1000-მდე კორუმპირებული მილიციელი, 300 პროკურორი, 50 მოსამართლე და 7-8 მინისტრი“

ეკა ზღულაძე: „ქართული რეფორმის საიდუმლო მარტივია: დავიჭირეთ 1000-მდე კორუმპირებული მილიციელი, 300 პროკურორი, 50 მოსამართლე და 7-8 მინისტრი“

უკრაინის სახალხო დეპუტატმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა  მინისტრი არსენ ავაქოვი ჯერ-ჯერობით უარს არ ამბობს თავის პირველ მოადგილედ საქართველოს ყოფილი შს მინისტრის ეკატერინე ზღულაძის დანიშვნაზე.


„ოჯახური მდგომარეობის გამო ეკა ზღულაძეს კიევში ჩამოსვლა მხოლოდ 8 დეკემბერს შეუძლია. იგი შეხვდება არსენ ავაქოვს და შინაგან საქმეთა სამინისტროში დანიშვნის საკითხზე ისაუბრებენ. ავაქოვი მიესალმება კვალიფიცირებული თანაშემწის ყოლას იმ რეფორმების ჩარჩოებში, რომელიც სამართალდამცველების ჯგუფმა შეიმუშავა და მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა. არსენ ავაქოვსა და ეკა ზღულაძეს შორის უკვე შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც მათ ერთობლივი საქმიანობის გეგმა განიხილეს.


გერაშჩენკო მიიჩნევს, რომ ეკა ზღულაძე თავისი გამოცდილებით არსენ ავაქოვის გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს: „ამას წინათ ეკასთან ვსაუბრობდი და მას ვთხოვე მოკლედ მოეთხრო ქართული რეფორმების შესახებ. ეკამ უბრალოდ მიპასუხა: დავიჭირეთ 1000-მდე კორუმპირებული მილიციელი, 300 პროკურორი, 50 მოსამართლე და 7-8 მინისტრი. სულ ეს იყო. ამის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ კანონის დარღვევაზე პასუხისმგებლობა მოუწევს. რასაკვირველია, ამ წარმატების საფუძველი იყო ისიც, რომ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის სპიკერს შორის ერთიანობა იყო, პლუს ქართველი ხალხის ნდობის საოცარი კრედიტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრტეზიდენტად არჩევის დროს 96%-ით გამოიხატა“.

 

«Главком» (უკრაინა), 5 დეკემბერი, 2014 წელი
http://glavcom.ua/news/253610.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: