გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი):-"როცა ერი ვირთხებით გაივსო, როგორ გინდა რომ გათავისუფლდე..."

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი):-"როცა ერი ვირთხებით გაივსო, როგორ გინდა რომ გათავისუფლდე..."

   მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა, თავისი ცხრა წლიანი სიცრუის შთაგონებით, ილუზორული სინამდვილის ტირაჟირებისა და სამოქალაქო მსოფლშეგნების დაკნინების ხარჯზე, შეძლო და პროპაგანდისტულ ზომბებად ჩამოაყალიბა საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი. მან შექმნა იმგვარი სტერეოტიპი რომლის მიხედვითაც მცნებები - პატრიოტული და ეროვნული, გაიგივდა პრორუსულთან და რეტროგრადულთან. ყოველივე ამის ფონზე აბსოლოტურად გააქრო ერის მაიდენტიფიცირებელი ორიენტირი - პროქართული და ნებისმიერ მამულიშვილურ გამოვლინებასა თუ სახელმწიფოებრივად დამოუკიდებელ პოზიციას, არც მეტი, არც ნაკლები - მოღალატის კვალიფიკაცია და ჩამორჩენილი ბმელის სტიგმა მიანიჭა. ასეთ დამოკიდებულებაში სახეზე გვაქვს შერჩევითი სამართალი, უტიფრობის აპოთეოზი და თვალთმაქცობის მწვერვალი, როცა კრემლთან და КГБ-სთან თანამშროლობა ითვლება გამყიდველობად, ხოლო თეთრ სახლთან, FBI-სთან და CIA-სთან აგენტურული მიტმასვნა - სამშობლოს ერთგულებად!

   მოცემულ ვითარებაში, ჩვენ ვხედავთ, მაგრამ რატომღაც ჯიუტად არ ვიმჩნევთ ამ მარტივ რეალობასა და შეურაცხმყოფელ პარადოქსს.

დასკვნა: სიძულვილმა, კარიერიზმმა და მატერიალიზმმა დაგვიქვეითა მოვლენათა ობიექტური შეფასებისა და ჯანსაღად განსჯის უნარი. მონური სულისკვეთებით დასნებოვნებულნი, ტრაგიკომიკურ კონდიციამდე დავედით და ერთის ბორკილებისაგან დახსნით (რამაც ჩვენი კიდურებიც თან გაიყოლა), მეორის უღელში აღმოვჩნდით და თავი სუვერენულები გვგონია.

   დასავლეთი, რომ უნამუსოდ დაგვცინის ეს მათ შეშფოთება-აღშფოთებებშიც კარგად ჩანს უკვე 22 წელია, როცა ქმედით დახმარებას, მხოლოდ რიტორიკული დაპირებები და დიპლომატიური სიყალბით გაჯერებული ღიმილები ანაცვლებს.

   აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის უმსგავსობაც, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ეგრეთ წოდებული "მთავარი სტრატეგიული პარტნიორი" იქცევა, როცა ის ღიად მფარველობს სადისტური რეჟიმის ნარჩენებსა და სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფი პირების ხელშეუხებლობას. ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ ამით პატივს არ სცემს საქართველოს სახელმწიფოს, მის ინსტიტიტებსა და მთლიანად საზოგადოებას?! თუ ისე გამოვთაყვანდით, რომ მართლა პაპერსებისა და წყლის მოწოდებაში გვგონია თანადგომა და მხარდაჭერა?!

   ამდენად, "ჩვენი თავი, ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს"! დღევანდელობა კი სამწუხაროდ სხვა სურათს გვთავაზობს, რომლის აღქმაც ქვიშაში თავჩარგული სირაქლემასავით გვიჭირს.

   "თავისუფლება ლომთა ხვედრია" –ო და მაშინ როცა ერი ვირთხებით გაივსო, როგორ გინდა რომ გათავისუფლდე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: