გიორგი კვირიკაშვილი: ჩემი ოთხი შვილით ვცხოვრობ სახლში, რომელიც ბანკშია დაგირავებული!

გიორგი კვირიკაშვილი: ჩემი ოთხი შვილით ვცხოვრობ სახლში, რომელიც ბანკშია დაგირავებული!

 სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდიანციაშია, აქედან გამომდინარე, უარყოფით სიურპრიზებს მომავალში აღარ უნდა ველოდოთ. აღნიშნული განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გადაცემა "რეაქციაში"  გააკეთა. 

კითხვაზე, აქვს თუ არა მას კრედიტი, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მასაც აქვს იპოთეკური სესხი, თუმცა არ გაკადნიერდება და თავის თავს არ შეადარებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ლარის ვარდნის გამო ცუდ მდგომარებაში აღმოჩნდნენ.

"დიახ, მაქვს იპოთეკური სესხი. მე ჩემი ოთხი შვილით ვცხორობ სახლში, რომელიც ბანკში არის დაგირავებული. მაგრამ მე არავის თავს არ ვაცოდებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ვარ ისეთივე მოქალაქე, როგორიც უმრავლესობა, რომელიც დღეს არის არასახარბიელო მდგომარებაში ამ დევალვაციის გამო", - განაცხადა მინისტრმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: