ირაკლი ალასანია: არ მინდა პოლიტიკურ კინკლაობაში შევიდე!

ირაკლი ალასანია: არ მინდა პოლიტიკურ კინკლაობაში შევიდე!

 "წარმოდგენილი ფაქტები არასდროს იყო დამაჯერებელი ბიძინა ივანიშვილისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი კრიტიკის ძირითადი ობიექტი სწორედ მისი გუნდი იყო". აღნიშნული განცხადებით "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში "პირველი სტუდია" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ალასანიას სამგრელოს რეგიონში, კერძოდ, ზუგდიდში წაგებული არჩევნები შეახსენა.

"ეს მისი საქმეა და მე არ მინდა, რაიმე ფორმით ამ პოლიტიკურ კინკლაობაში შევიდე. მე ფაქტებზე ვისაუბრებ. ჩვენ საარჩევნო გარემოს კუთხით მართლაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში ვარჩიეთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლიტიკურ ბრძოლაში შესვლა. მე მინდა გაგახსენოთ იქ არჩევნების შემდეგ ამოღებული იარაღები, სხვადასხვა უწყებების შეიარაღებული დაჯგუფებები, ის კასრები, სადაც მასალები ინახებოდა", - განაცხადა ალასანიამ.

 როგორც ალასანიამ განაცხადა,  მაშინ საზოგადოებაში ძალიან დიდი შიში იყო.

"ეს გამოწვევა ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე და დიდწილად მთელი რეპრესიული მანქანის საკმაოდ წონადი ნაწილი სწორედ სამეგრელოსკენ წამოვიღეთ. ეს შეგნებულად გავაკეთეთ, იმიტომ, რომ ვთვლიდი, იქ უნდა შეხვიდე ბრძოლაში, სადაც ყველაზე მეტად უჭირს საქმეს და შენს თანაგუნდელებს", - განაცხადა ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: