Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (2)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
6-12-2014, 23:45
ნანახია: 1065

სახალხო პარტიის განცხადება

 

   ეკონომიკური ცხოვრების სტაბილურობა და მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების ნდობა  სახელმწიფოს მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი პარამეტრებია. ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ დღევანდელი ხელისუფლება "წარმატებით" იყენებს, მისგანვე დანაშაულებრივ რეჟიმად სამართლიანად შერაცხულ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილ სქემებსა და მეთოდებს. რაც, საზოგადოების ბუნებრივ აღშფოთებას იწვევს. მთავრობის წევრთა უკიდეგანოდ გაზრდილი პრემიებისა თუ დანამატების ფონზე, მათი ცინიკური და არაპროფესიონალური განმარტებები და მოწოდება _"ყველაფერი კარგად არის და პანიკას არ ავყვეთ" _ მოსახლეობის შეურაცხყოფად აღიქმება.

ლარის კურსთან დაკავშირებით. სახალხო პარტია თვლის რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების სხვადასხვა მიზეზებთან ერთად განსაკუთრებით შესასწავლია ორი ფაქტორი:

1. ქროვნული ბანკის უმოქმედება,

2. პანიკის შექმნა. ყველაფრის გადაბრალება მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ ბანდაზე არადამაჯერებელია. პასუხისმგებლობა  ორივე სახელისუფლებო (უმრავლესობა – უმცირესობა) ჯგუფს ეკისრება, რომელთა კოაბიტური მოქმედებები აშკარად იკვეთება და,  რომელნიც არარად დაგიდევენ სახელმწიფოებრივ ინტერსებს და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებით საფრთხეს უქმნის მთელ ქვეყანას. ერ. ბანკის პრეზიდენტი ქადაგიძე კი არის არჩეული ვადით, მაგრამ გვახსენდება მისი დანაშაულებრივი ქმედებები ,,ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემაში და ასევე ,,ქართუ" ბანკის ინკასაციის მანქანის დაყაჩაღებაში. შეგახსენებთ, რომ ორივე საქმეზე აღძრული იყო სისხლის სამართებლივი დევნა, მაგრამ ფარული გარიგებებით მოხდა დაზარალებული მხარისათვის ზიანის ანაზღაურება და დამნაშავეებს მიეცათ სხვა დანაშაულებების ჩადენის შეაძლებლობა.

   ,,სახალხო პარტია" მოუწოდებს პროკურატურას და "ცნობილ არასამთავრობოებს" გაასაჯაროონ აღნიშნული საქმეების ძიების შედეგები.

ასევე, ინტერესთა საეჭვო თანხვდენაა ბენზინის ფასებთან დაკავშირებითაც.  სახალხო პარტია მიიჩნევს, რომ უტყუარი საბაზრო ფასები დაფიქსირდა მთავრობის მიერ გამოცხადებული შესყიდვის ტენდერის შედეგებით, როცა მონაწილეობდა საწვავის შემომტანი ყველა კომპანია და და, მათ შორის, გამარჯვებულმა წარადგინა საბოლოო წინადადება ერთ ლიტრზე ლარნახევარი. საცალო ქსელში დაფიქსირებული სხვა ფასები არის აშკარად კარტერული შეთანხმების შედეგი, მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება და აღკვეთოს ეს დანაშაულებრივი ქმედებები!