Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (2)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
8-12-2014, 16:31
ნანახია: 1076

დათო ლორთქიფანიძე: ეკა კვესიტაძე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას აგრძელებს!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე ჟურნალისტ ეკა კვესიტაძისგან ბოდიშის მოხდას  მოითხოვს.

"ეკა კვესიტაძე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას აგრძელებს. ის "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთების შემსრულებელ ჟურნალისტადაა ქცეული. აყალბებს ფაქტებს. ამის ნათელი დადასტურებაა 6 დეკემბრის "განსხვავებული აქცენტები", სადაც ის საუბრობდა ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

გადაცემაში  მოტანილია კადრი და ადევს  სავსებით შეუფერებელი ტექსტი. ანუ საუბარია ძველი ხელისუფლების მოქმედებაზე და კადრებში ვხედავთ ღარიბაშვილს, ჭიკაიძეს, ხვედელიძეს, ტაბატაძეს...  ამ ადამიანების ამ გადაცემაში ასახვა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, თითქოს იმ სპეცოპერაციაში მონაწილე პირები ჰყავს დღეს ხელსუფლებას მაღალ თანამდებობებზე.

ქალბატონმა კვესიტაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს ხელისუფლების წინაშე, იმის გამო, რომ ასეთი გადაცემით, "ნაციონალების"  წისქვილზე დაასხა წყალი და "ქართული ოცნება" ლაფში ამოსვარა", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.