Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (4)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
9-12-2014, 14:12
ნანახია: 777

ნინო ბურჯანაძე:  ძალადობის მინიმუმამდე დასაყვანად ყველაფერი უნდა გაკეთდეს!

 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" მიესალმება ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას, რადგან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების გააქტიურება, მით უფრო, იმ ძალადობის ფონზე, რომელიც ახლა ქვეყანაშია. აღნიშნულზე "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძემ  დღეს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" NDI-ის ორგანიზებით, საქართველოში ქალთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თემაზე გამარულ კონფერენციაზე "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" განაცხადა.

"სამწუხაროდ, დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოში იმაზე მეტი პრობლემა არსებობს გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვედგინა. რა თქმა უნდა, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, ეს არის მართლაც სამარცხვინო ნებისმიერი ქვეყნისათვის და განსაკუთრეებით ჩვენი ტრადიციებისათვის. ქვეყანაში მიდის ტრადიციული ფასეულობების რღვევა. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამის აღმოსაფხვრელად, მათ შორის სასჯელის გამკაცრების ჩათვლით, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ნებისმიერი ტიპის ძალადობა როგორც ქალების, ასევე არასრულწლოვანთა თუ სხვათა მიმართ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.