გიორგი ლაღიძე:-"საქართველოს მოქმედმა მთავრობამ თითქმის ყველა საკითხში გამოავლინა თავისი უუნარობა და უსუსურობა"

გიორგი ლაღიძე:-"საქართველოს მოქმედმა მთავრობამ თითქმის ყველა საკითხში გამოავლინა თავისი უუნარობა და უსუსურობა"

   პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ლაღიძე კიდევ ერთხელ ამახვილებს "მთავრობის უუნარობაზე" ყურადღებას და აცხადებს:

   -"საქართველოს მოქმედმა მთავრობამ თითქმის ყველა საკითხში გამოავლინა თავისი უუნარობა და უსუსურობა, ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის კატასტროფულმა ვარდნამ დაადასტურა რომ ქვეყანა უფრო დიდ კრიზისშია, ვიდრე წარმოგვედგინა, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მთავრობის არსებულ შემადგენლობას ანტიკრიზისული სტრატეგიის შემუშავების უნარი არ გააჩნია. ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დაუყოვნებლივ განხორციელდეს ცვლილებები და შეიცვალოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი მაინც, სხვა შემთხვევაში ამ უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მთავრობის მართვის პირობებში ქვეყანა ღრმა კრიზისში შევა რაზეც პასუხისმგებლობა დღევანდელ მთავრობის მეთაურს და ბიძინა ივანისვილს უნდა დაეკისროს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: